25 ნოემბერი 2024,   13:19
ვრცლად
ჩვენ ნამდვილად მოველით, რომ საქართველოს მთავრობა ასახავს მათი ხალხის ევროპული მისწრაფებების სურვილს - პიტერ სტანო

ჩვენ ნამდვილად მოველით, რომ საქართველოს მთავრობა ასახავს მათი ხალხის ევროპული მისწრაფებების სურვილს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა.

სტანომ ხელისუფლებას მოუწოდა სათანადოდ გამოიძიოს ყველა გადაცდომა და დარღვევა, თუ ამას ადგილი ჰქონდა.

ევროკომისიის სპიკერს კითხვა დაუსვეს სანქციების შესაძლო დაწესებაზეც. პიტერ სტანოს განცხადებით, სანქციების საკითხი ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, როდესაც ისინი იპოვიან კონსენსუსს, როცა სხვა არაფერი მოიტანს მათთვის სასურველ შედეგს.

დღის ამბები