25 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საზღვაო აკადემიის სტუდენტთა ნაწილი გაიფიცა - ისინი "გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საზღვაო აკადემიის სტუდენტთა ნაწილი გაიფიცა, ისინი ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღას შეუერთდნენ.

სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა უარი თქვეს სასწავლო პროცესზე და აუდიტორიებში არ შევიდნენ.

სტუდენტებმა რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყვეს, ისინი კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვენ და თანატოლებს მოუწოდებენ შეუერთდნენ ამ პროტესტს.

დღის ამბები