ჭიჭინაძის ქუჩაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა - ვითარება ადგილზე დაძაბულია. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს ბოთლებს ესვრიან. სავარაუდოდ, პოლიციამ აქციის ერთი მონაწილე დააკავა.
ადგილზე საპოლიციო ძალების მისამართით აქციის მონაწილეები სკანდირებენ - "მონებო," ისმის უცენზურო შეძახილებიც.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ პირებს მოუწოდა, არ მოახდინონ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება, ასევე, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებებისგან.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დაწყებამდე კი 2 საათი რჩება.