79 წელი მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან - სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ვაკის პარკის ნაცვლად ომის ვეტერანები დილიდან ამჯერადაც კიკვიძის პარკში იკრიბებიან.
მთავრობის განკარგულებით, ომის მონაწილეებისა და ომში დაღუპულთა ოჯახებისთვის წელსაც გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება - ომის მონაწილეები 2000 ლარს, ხოლო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ.
მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასამდე ადამიანი წავიდა, თითქმის ნახევარი სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა.
"დღევანდელი დღე ჩემთვის და ჩემი თაობისთვის არის ტკივილისა და სიხარულის ცრემლი. ტკივილი იმ მილიონობით ადამიანების, რომლებიც შეიწირა მეორე მსოფლიო ომმა და მათ შორის საქართველოდან რჩეული ახალგაზრდობა. სიხარული ის არის, რომ გამარჯვება მოიტანოს ბრძოლამ. ყოველთვის, სანამ შემეძლება მოვალ და პატივს მივაგებ ჩვენს გმირებს, რომლებიც დაეცნენ ამ ბრძოლის ველზე," - აცხადებს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ვლადიმერ ტაბაღუა.