25 ნოემბერი 2024,   13:18
ვრცლად
არც არავინ დაუკავებიათ, ბრალიც არავისთვის წარუდგენიათ და დაზარალებულადაც კი არ მცნეს - ალეკო ელისაშვილი მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობს

ალეკო ელისაშვილი მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობს და სამართალდამცველების დასჯას ითხოვს. პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა დღეს განცხადება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან გააკეთა.

მისი თქმით, მას დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭეს.

"გამოკითხვაზე მე და ჩემი ადვოკატი ვიმყოფებოდით და იმის შემდეგ, წარმოიდგინეთ, 20 დღეზე მეტი გავიდა და რა მოხდა - არც არავინ დაუკავებიათ (არადა სახეზე ჩანან მოძალადე პოლიციელები), ბრალიც კი არავისთვის წარუდგენიათ, როცა ხელისგულზეა ეს საქმე და კიდევ უფრო მეტი - დაზარალებულადაც კი არ მცნეს,"- აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

საუბარია 17 აპრილს, მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე მომხდარ ინციდენტზე. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სახალხო დამცველის მომართვის საფუძველზე, ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შესწავლა დაიწყო. გამოძიების ფარგლებში ის უკვე გამოიკითხა.

დღის ამბები