25 ნოემბერი 2024,   13:48
ვრცლად
10 000 პარლამენტთან რომ დააყენო, რაც აქვს სახელმწიფოს რესურსი, მაგ ორ ადგილას მოუწევს მობილიზება... 10 000 კაცით სადმე სხვაგან შეხვალ - მედიაში ზურაბ ჯაფარიძის ფარული ჩანაწერი გავრცელდა

სააგენტო for.ge-ს მიერ კიდევ ერთი ფარული ჩანაწერები ვრცელდება. ჩანაწერებში ისმის ორი უცნობი მოსაუბრის ხმა, ასევე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საუბარი. ისინი მიმდინარე და დაგეგმილ აქციებს განიხილავენ.  

მოსაუბრე 1: არა გარეთ გამოსვლა თუ არ ვისწავლეთ, არაფერი არ გამოვა, აზრი არ აქვს არაფერს (არ ისმის).

მოსაუბრე 2: მე კიდევ მგონია, რომ მარტო გარეთ გამოსვლა კი არა, ცოტა აგრესიაც უნდა ვისწავლოთ.

მოსაუბრე 1: რა აგრესია, ცხვარი გავატყავებინოთ?

მოსაუბრე 2: არა, ცხვარი გავატყავებინოთ კი არა, ჩვენს მეტი ვინ გამოსულა ამდენი ათასი, ამდენჯერ ქუჩაში და ხელებაწეული. რა ხელებაწეული, სად გინახიათ პროტესტი ხელებაწეული?!

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ჩვენ ისე მოვბილიზდეთ (არ ისმის), რომ ყველა თავის ფეხით მოვა, დაინახავენ რომ აქეთკენ პროცესი არის... ვერ დაგიჭერენ, 30 000 კაცი ნიშნავს, რომ შეგვიძლია 10 000 კაცი (არ ისმის). 10 000 პარლამენტთან რომ დააყენო, რაც აქვს სახელმწიფოს რესურსი, მაგ ორ ადგილას მოუწევს მობილიზება. 10 000 კაცით წახვალ და სადმე სხვაგან შეხვალ. 30-ზე ბევრად მეტი იყო, მაგრამ რისთვის იყო გამოსული, არავინ არ იცოდა. ეს ხალხი გამოსული იყო, იმის გამო გაბრაზდნენ, რომ ევროკავშირმა უარი გვითხრა - ეგ გასაგები იყო, მაგრამ ამის იქით რაზე იყო წამსვლელი, არავინ არ იცოდა.

თქვენ ახლა ვინც ხართ აქ ხალხი, გამოსული ხართ ისინი, ვინც მე მომისმინეთ, რომ ვთქვი, რომ ქუჩაში და პროტესტი და პარალიზება არის გზა და მაგიტომ ხართ მოსული. ჩვენ თუ ასე გავიზრდებით, გვეცოდინება ყველას, რომ ეს ხალხი ვართ, რომ ამაზე მზად ვართ, რომ წავიდეთ... 20 ივნისს ამ ლიდერშიფს წარმოდგენა არ ჰქონდათ, ეს ხალხი რაზე იყო წამსვლელი. ჩვენ თუ გავიზრდებით ასე, გვეცოდინება რა ხალხი ვართ, რისი გაკეთება გვინდა, მიზანი რა გვაქვს, რაზე ვართ მზად, არავინ ჩვენი გამჩერებელი არ იქნება, შანსი არ არის.

იქამდე, for.ge-მა გაავრცელა ფარული ჩანაწერი სადაც, სავარაუდოდ, ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით შეურაცხმყოფელი ეპითეტები ისმის. ასევე, ერთ-ერთ ჩანაწერში, სავარაუდოდ, ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან პაველ ჰერჩინსკის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები კეთდება. 

კიდევ ერთ გავრცელებულ ჩანაწერებში აქტივისტების - ნატა ფერაძისა და ლაშა ფირცხალაიშვილის საუბარი ისმის, რომლებიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს გეგმავენ.

დღის ამბები