მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ ლადო აფხაზავას, გუშინ თავს დაესხნენ.
შემთხვევა აფხაზავას საცხოვრებელ კორპუსთან მოხდა. როგორც პედაგოგი ჟურნალისტებთან ჰყვება, თავდამსხმელები მის უბანში მცხოვრები სამი ადამიანი იყო, რომლებიც აგრესიულად იყვნენ განწყობილები და აფხაზავას პოლიტიკურ შეხედულებებს ახსენებდნენ.
ფიზიკური დაპირისპირების დროს, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა გამოიყენა ხის ხელკეტიც. ფიზიკურად გაუსწორდნენ აფხაზავას თანმხლებ ახალგაზრდასაც.
პოლიციამ შემთხვევის მონაწილეები უკვე გამოკითხა. ლადო აფხაზავა კი ექსპერტიზაზე ბათუმში გადაიყვანეს.
ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.