25 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში დათქმებით ჩასვლა სწორი დამოკიდებულება არ არის - კახა კალაძე 

ჩვენ თუ ვსაუბრობთ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტით ჩასვლა ვაშინგტონში დათქმებით, არ არის სწორი დამოკიდებულება - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მზად არის პარტნიორობისა და მეგობრობისთვის, თუმცა ეს პროცესი უნდა იყოს ორმხრივი:

"ჩვენ თუ ვსაუბრობთ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტით ჩასვლა ვაშინგტონში დათქმებით, არ არის სწორი დამოკიდებულება. არსებული ურთიერთობა საჭიროებს გადატვირთვას. 

ჩვენ არავისთან ურთიერთობების გაწყვეტა არ გვინდა, გვინდა სამართლუანობა ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ორმაგი სტანდარტი კატეგორიულად მიუღებელია. დღეს არავინ ეწევა დასავლეთის და ამერიკის დისკრედიტაციას ისე, როგორც მსგავსი განცხადებები. 

მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის და არა ერთხელ დაგვიდასტურებია, რომ საქართველო არის საიმედო პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, მაგრამ იგი ცალმხრივი ვერ იქნება, იგივე გვინდა, მეორე მხარისგანაც დავინახოთ და ვიგრძნოთ. 

მათ არგუმენტი არ აქვთ. არ უნდათ, მოხდეს გასაჯაროება იმ ფაქტების, თუ ვინ აფინანსებს ექსტრემიზმს, რევოლუციის მცდელობას და დაპირისპირებას. ერთი მხრივ, გვეუბნებიან, შეამცირე პოლარიზაციაო და მეორე მხრივ, აფინანსებენ პოლარიზაციას,"- აცხადებს კახა კალაძე. 

დღის ამბები