4 წლის დათი ყაჯრიშვილს, ონკოლოგიური ოპერაციის შემდეგ, ანემია განუვითარდა, რის გამოც სასწრაფოდ ესაჭიროება მეორე დადებითი ჯგუფის სისხლი.
სისხლის ჩაბარება იაშვილის სისხლის ბანკშია შესაძლებელი (ტრანსპლანტოლოგი თამარ კომლაძე).
"ვისაც სისხლის ჯგუფი გაქვთ მეორე/პირველი დადებითი გთხოვთ იაშვილში მიდით და სისხლი ჩააბარეთ რა. ჩემს შვილს ახლა ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
ვინც გახდებით დონორი უთხარით, რომ ბავშვისთვის აბარებთ, სპეციალური დამუშავება სჭირდება მოზარდებისთვის" - წერს ბავშვის დედა თამარ ბუჩუკური.