25 ნოემბერი 2024,   13:57
ვრცლად
უკრაინელი გენერალი აცხადებს, რომ ომის საბოლოოდ დასრულებას მოლაპარაკებები დასჭირდება

რა პერსპექტივა აქვს უკრაინას ომის დასრულებას?! - უკრაინის სამხედრო დაზვერვაში მიიჩნევენ, რომ რუსეთთან ომს მხოლოდ ბრძოლის ველზე ვერ მოიგებენ და საბოლოო ჯამში მას მოლაპარაკებები სჭირდება. ამის შესახებ განცხადება გენერალ-მაიორმა ვადიმ სკიბიცკიმ გამოცემა Economist-თან ინტერვიუში გააკეთა.

ამავე დროს დიდი ბრიტანეთი მზად არის უკრაინას ყოველწლიურად სამი მილიარდი ფუნტის სამხედრო დახმარებას გამოუყოს, მანამ, სანამ საჭირო იქნება. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ უკრაინას უფლება აქვს, ლონდონის მიერ მოწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე დასარტყმელად გამოიყენოს და რომ ეს კიევის გადასაწყვეტია.

ფრონტის ხაზზე კი ინტენსიური დაპირისპირება გრძელდება. რუსულმა ძალებმა დონეცკისა და ხარკოვის ოლქებში სოფლები დაბომბეს - დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის ერთი 12 წლის ბავშვი. არიან დაშავებულებიც. დაიბომბა ხერსონისა და დნიპროპეტროვსკის ოლქებიც, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 800 დღე შესრულდა.

 

დღის ამბები