25 ნოემბერი 2024,   13:46
ვრცლად
"საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ და ხმამაღლა აფიქსირებენ თავიანთ სურვილს, გახდნენ ევროატლანტიკური ოჯახის წევრები - მშვიდობიანი პროტესტის უფლება დაცული უნდა იყოს" - ბრიტანეთის საელჩო

"საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ და ხმამაღლა აფიქსირებენ თავიანთ სურვილს, გახდნენ ევროატლანტიკური ოჯახის წევრები", - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ბრიტანეთის საელჩო, "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით, ავრცელებს.

დიპლომატიური კორპუსის ცნობით, მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება დაცული უნდა იყოს.

"ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ და ხმამაღლა აფიქსირებენ თავიანთ სურვილს, გახდნენ ევროატლანტიკური ოჯახის წევრები. მათი ხმა გაგონილი უნდა იქნას. მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება უნდა იყოს დაცული", – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

დღის ამბები