25 ნოემბერი 2024,   13:56
ვრცლად
ადმინისტრაციულ შენობებზე თავდასხმა და უნებართვო შეჭრა, არ არის შეკრება-მანიფესტაციის უფლებით დაცული სფერო - ალექსანდრე დარახველიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ დანაშაულებრივი ნიშნების გამოკვეთისთანავე დაიწყება გამოძიება.

მისივე თქმით, ადმინისტრაციულ შენობებზე თავდასხმა და შეჭრა არ არის მანიფესტაციის უფლებით დაცული სფერო.

"თუკი, რომელიმე პირის ქმედებაში გამოიკვეთება დანაშაულების ნიშნები, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიწყებთ გამოძიებას და მოვახდენთ ყველა შესაძლო რეაგირებას რაც კანონით არის გათვალისწინებით.

ადმინისტრაციულ შენობებზე თავდასხმა და უნებართვო შეჭრა ეს არ არის შეკრება მანიფესტაციის უფლებით დაცული სფერო,"- აცხადებს დარახველიძე.

დღის ამბები