25 ნოემბერი 2024,   11:19
ვრცლად
საერთო-სახალხო შეკრებას სტუდენტები შეუერთდნენ - მსვლელობაში მონაწილეობა ცოტნე ივანიშვილმაც მიიღო

მმართველი პარტიის მიერ დაორგანიზებულ საერთო-სახალხო შეკრებას დღეს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსი შვილი, ცოტნე ივანიშვილიც შეუერთდა. "ჩემი პოზიციაა, რომ აუცილებლად უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრები, ამისთვის ვარ დღევანდელ შეკრებაზე. ეს არის ქართული კანონი. მე მხარს ვუჭერ ქართველ ახალგაზრდებს და ჩვენი სუვერენიტეტისთვის ვდგავარ აქ,"-
განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა, რომელიც რუსთაველზე "ქართული ოცნების" ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად მივიდა.

ახალგაზრდები მელიქიშვილის ქუჩაზე შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობა 18:00 საათზე დაიწყეს.

ღირსებით ევროპისკენ - ამ იდეამ დღეს ქვეყნის მასშტაბით არაერთი ახალგაზრდა გააერთიანა და ქუჩაში გამიყვანა. სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტისა და ღირებულების დაცვაზე საუბრობენ. სჯერათ, რომ საქართველო მალე ევროკავშირის ღირსეული წევრი გახდება.

სტუდენტების მსვლელობის ორგანიზატორი პარტია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები არიან.

ახალგაზრდებმა რუსთაველის გამზირზე საქართველოს ეროვნული დროშებით ჩაიარეს. ისინი პარლამენტის წინ შეკრებილ იმ მოქალაქეებს შეუერთდნენ, რომლებიც დღეს საერთო ღირებულებებმა გააერთიანა და დედაქალაქის მთავარ გამზირზე გამოიყვანა.

დღის ამბები