25 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას აქვს კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლები, არც ერთი პრობლემა არ გვაქვს, რატომ ატყუებთ ხალხს, რომ შეიძლება ეს მოხდეს - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლები აქვს.

მამუკა მდინარაძემ, ეს განცხადება ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ გააკეთა, რომლებიც აცხადებენ, რომ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმდეს:

"ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას აქვს კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლები, ესენია: გაზრდილი მიგრაცია, თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილი რაოდენობა, გაუარესებული თანამშრომლობა რეადმისიის საკითხებზე და მომეტებული რისკი შიდა უსაფრთხოების საკითხებზე. არც ერთი პრობლემა არ გვაქვს, რატომ ატყუებთ ხალხს, რომ შეიძლება ეს მოხდეს?"- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები