25 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
ევროპარლამენტის რეზოლუცია - ვინ იზიარებს რეზოლუციის შინაარსს და რა განცხადებები კეთდება ქართულ პოლიტიკურ წრეებში

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, რეზოლუცია, რომელიც გამჭვირვალობას და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ეწინააღმდეგება და მხარს ივანიშვილის დასანქცირებას და სააკაშვილის გათავისუფლებას უჭერს, ღირებული ვერ იქნება. პრემიერი ამბობს, რომ 2 წლის წინანდელი პროცესი ისევ მეორდება და იგივე აქტორები, იმავე მიზნებით ცდილობენ საზოგადოებაში მღელვარება ისევ ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხით გამოიწვიონ.

ოპოზიცია, რომელიც კანონის უკან გაწვევას ითხოვს, რეზოლუციის შინაარსს იზიარებს.

ამის მიუხედავად, მათი ნაწილისთვის კითხვებს აჩენს ის დამატებითი მოთხოვნები, რომელიც დოკუმენტში ჩაიწერა. თუმცა, არ უკვირთ მორიგი მოწოდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტების დამსახურებით მიიღო, პოლიტიკურ კორუფციაზე მიუთითებს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დოკუმენტი საქართველოს ნაცვლად, აზიანებს თავად ევროკავშირს, როგორც ინსტიტუტს.

ხელისუფლების ოპონენტები კი დოკუმენტს სახელმძღვანელოს უწოდებენ. ოპოზიციისთვის რეზოლუცია კიდევ ერთი მიზეზია, რომ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების აუცილებლობაზე ისაუბრონ.

რატომ ითხოვს ევროპარლამენტი ერთდროულად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და კანონების გაწვევას გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ - უმრავლესობაში ამბობენ, რომ კონკრეტული ევროპარლამენტარები, რომლებსაც უფლებამოსილების ვადა ეწურებათ, ცდილობენ, დღის წესრიგში მათთვის საინტერესო ყველა საკითხი დააყენონ.

425 ხმით 25-ის წინააღმდეგ - ევროპარლამენტმა რეზოლუცია გუშინ მიიღო. დოკუმენტის მხარდაჭერისგან თავი 30-მა ევროდეპუტატმა შეიკავა.

დღის ამბები