25 ნოემბერი 2024,   11:19
ვრცლად
წინა ხელისუფლების პირობებში, როდესაც საზღვრები გახსნილი არ იყო, უარესი მაჩვენებლები იყო მიგრაციის კუთხით - ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრი "საქსტატის" მონაცემებზე საუბრობს, სადაც აღნიშნულია, რომ 2023 წელს ემიგრანტების რაოდენობა 95.6 %-ით გაიზარდა. მიგრაციის მიზეზებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დემოგრაფიული პრობლემა ორი მიზეზითაა განპირობებული. ესენია - ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით ეკონომიკური ჩამორჩენა და ღია საზღვრები.

"მიგრაციას არსებითად ორი მიზეზი აქვს. პირველი: ჯერ კიდევ დიდია ეკონომიკური ჩამორჩენა ევროკავშირის, ევროპის ქვეყნებთან. მეორე: გახსნილია საზღვრები, ადვილია ქვეყნის დატოვება, ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა. გერმანიასთან ჩვენი ჩამორჩენა ცხოვრების დონის კუთხით ჯერ კიდევ სამმაგია, 2012 წელს ჩამორჩენა იყო 4.5. ამიტომ, წინა ხელისუფლების პირობებში მიგრაციის მაჩვენებლები იყო ბევრად უფრო მძიმე, ჩვენს პირობებში ცუდია დემოგრაფიული მონაცემები.

"ნაცმოძრაობის" დროს, მაშინ, როდესაც საზღვრები გახსნილი არ იყო, ორჯერ უარესი მაჩვენებლები იყო მიგრაციის კუთხით. მთავარია აქ ეკონომიკის განვითარება. თუ ეკონომიკა წინ არ წავა და არ დავუახლოვდებით ეკონომიკური კუთხით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რა თქმა უნდა, უარყოფით მაჩვენებლები შენარჩუნდება. უახლოესი რამდენიმე წელი დაგვჭირდება, რომ მეტად დავუახლოვდეთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

 

 

 

დღის ამბები