25 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა - მმართველი პარტია აჭარის მოსახლეობას ესაუბრა

კონსტიტუციური ცვლილებების მნიშვნელობაზე, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის საკითხებზე მმართველი პარტია დღეს აჭარის მოსახლეობას ესაუბრა. ბათუმში გამართულ სახალხო განხილვაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ ამ მიმართულებით კანონმდებლობაში უკვე არსებულ ჩანაწერებზე გააკეთა აქცენტი. განმარტა ისიც, რომ ცვლილებების მიღება, დღეს არსებულ საფრთხეებსაც გაანეიტრალებს.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა კითხვა-პასუხის ფორმატსაც ითვალისწინებს. "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" პროექტთან დაკავშირებით კითხვები ბათუმშიც დაისვა.

საკონსტიტუციო განხილვაში აქტიურად არიან ჩართული ევროპელი სოციალისტები და პარტია "საქართველოსთვის" წევრები. კომისიის ფორმატში არ მონაწილეობენ სხვა ოპოზიციური პარტიები.

საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ კანონპროექტი მხოლოდ პროპაგანდის წინააღმდეგ არის მიმართული და "ლგბტ ქიუარ" თემის უფლებების დაცვას ხელს არ უშლის.

კონსტიტუციური კანონპროექტების განხილვა მაისში დასრულდება, რის შემდეგაც კომისია პარლამენტს, მოსახლეობასთან გამართული შეხვედრების შედეგებს წარუდგენს. შეხვედრები უკვე გაიმართა ქუთაისში, ამბროლაურში, ოზურგეთსა და ბათუმში. ხვალ კანონმდებლები სამეგრელოში ჩავლენ.

 

 

 

დღის ამბები