25 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
ეს ითვალისწინებს საკონსტიტუციო ცვლილებას, ლგბტ+ პროპაგანდის შეზღუდვას, აკრძალვას განსაკუთრებით მოზარდ თაობაში - ირაკლი ქადაგიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვაზე

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის დაწყება შეაფასა და აღნიშნა, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესი დაცული უნდა იყოს.

მისი თქმით, მოწყვლადი ადამიანების და სოციალური ჯგუფების უფლება სრულად უნდა იყოს დაცული, თუმცა პროპაგანდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში არ უნდა მიმდინარეობდეს.

"მოგეხსენებათ, რომ ეს ითვალისწინებს საკონსტიტუციო ცვლილებას, ლგბტ+ პროპაგანდის შეზღუდვას, აკრძალვას განსაკუთრებით მოზარდ თაობაში. რა თქმა უნდა, აქ საუბარია იმაზე, რომ ყველა ადამიანის უფლება, მათ შორის, მოწყვლადი ადამიანების და სოციალური ჯგუფების უფლება უნდა იყოს სრულად დაცული, მაგრამ ამავდროულად, დაცული უნდა იყოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესი, რომ ეს პროპაგანდა არ მიმდინარეობდეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ასე შემდეგ", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები