25 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
თურქეთის ხელისუფლებამ ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი 36 ადამიანი დააკავა

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას ცნობით, ხელისუფლებამ ე.წ. “ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 36 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ალი იერლიკაია სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, დაკავების ოპერაციები ქვეყნის ოთხ პროვინციაში განხორციელდა.

ალი იერლიკაიას თქმით, დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან "ისლამურ სახელმწიფოს" დაფინანსებისა და მომარაგების ხელშეწყობაში.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ოპერაციის ფარგლებში პოლიციამ არალიცენზირებული იარაღი ამოიღო.

დღის ამბები