25 ნოემბერი 2024,   11:22
ვრცლად
საკანონმდებლო ორგანოში, მომავალი კვირიდან უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს მუხლობრივად განხილავენ - მმართველი გუნდი ოპონენტების არგუმენტებს ელის

უმრავლესობის ლიდერი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციას, მეორე მოსმენით, კანონპროექტის მუხლობრივი განხილვის დროს, არგუმენტები არ ექნება და ისევ, მხოლოდ პარტნიორების განცხადებებზე მიუთითებს. საკითხის მომხსენებელი განმარტავს, რომ ყველა ქვეყანა საკუთარი ინტერესით მოქმედებს და სწორედ ამას უკავშირდება საგარეო კრიტიკაც. მამუკა მდინარაძემ დღეს ვრცლად გამჭვირვალობის კანონის მიღების საჭიროებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

ოპოზიცია პროტესტს გააგრძელებს - როგორც პარლამენტის გარეთ, ისე - შიგნით - საკომიტეტო მოსმენაზე. ისინი კანონპროექტს, ევროინტეგრაციის საფრთხეს უწოდებენ და მის უკან გაწვევას ითხოვენ. ნაწილი პირდაპირ ამბობს, რომ მუხლობრივ დისკუსიაში შესვლასაც არ აპირებს.

"ქართული ოცნება" ოპოზიციის მხრიდან ანტისახელმწიფოებრივ მიდგომაზე საუბრობს. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ პრობლემის შესახებ, რომელიც, მათივე განმარტებით, კანონმა უნდა გადაჭრას, პარტნიორები აქამდეც ინფორმირებულები იყვნენ.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი, პირველი მოსმენით, პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ, 83 ხმით, საპროტესტო აქციის ფონზე მიიღო.

 

დღის ამბები