ბელგიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ივნისში დაგეგმილ ევროპარლამენტის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხზე გამოძიება დაიწყო. ალექსანდერ დე კროოს თქმით, ბელგიის დაზვერვის სამსახურმა დაადასტურა ქსელის არსებობა, რომელიც უკრაინის მხარდაჭერისთვის ხელის შეშლას ცდილობს.
მისივე განმარტებით, მოსკოვის მიზანია ევროპარლამენტში რაც შეიძლება მეტი პრორუსი კანდიდატი შევიდეს.
"მათი მიზანი ნათელია: უკრაინის დახმარების შესუსტება ბრძოლის ველზე რუსეთს ემსახურება და ეს რეალური მიზანი გასულ კვირაში გამოვლინდა". - აღნიშნა დე კროომ.
ევროკავშირის პარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისს გაიმართება.