კომპანია Apple-მა საკუთარ მომხმარებლებს 92 ქვეყანაში გაუგზავნა შეტყობინებები და მოსალოდნელი ჯაშუშური თავდასხმების შესახებ გააფრთხილა.
კომპანია არ აკონკრეტებს, ვინ არიან თავდამსხმელები ან რომელი ქვეყნის მოქალაქეებს გაუგზავნეს გამაფრთხილებელი შეტყობინებები.
"Apple-მა აღმოაჩინა, რომ თქვენ ხართ დაქირავებული ჯაშუშური თავდასხმის სამიზნე. ისინი თქვენი ტელეფონის კომპრომეტირებას ცდილობენ, რომელიც მიბმულია თქვენს Apple ID-სთან", - წერს კომპანია გამაფრთხილებელ წერილში.