25 ნოემბერი 2024,   11:20
ვრცლად
მამუკა მდინარაძისგან მივიღეთ სრული და ამომწურავი პასუხები - ლიკა ლეჟავა "გამჭვირვალობის" შესახებ კანონზე

"ქართული ოცნება" უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტზე საინფორმაციო შეხვედრებს მართავს - უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, დღეს, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებს შეხვდა.

როგორც საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა, ლიკა ლეჟავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მამუკა მდინარაძისგან სრული და ამომწურავი პასუხები მიიღეს იმ კითხვებზე, რომლებიც მათ ჰქონდათ.

"შეხვედრა საკმაოდ საინტერესო იყო. სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ყველამ დავუსვით კითხვები ბატონ მამუკა მდინარაძეს. მისგან მივიღეთ სრული და ამომწურავი პასუხები. ჩვენ გვქონდა კონკრეტული კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით, რის შედეგადაც ყველა ამ კითხვას გაეცა პასუხი", - განაცხადა ლიკა ლეჟავამ.

დღის ამბები