25 ნოემბერი 2024,   11:20
ვრცლად
უზბეკეთის პრემიერ-მინისტრთან საუბარი გვქონდა ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე, "შუა დერეფნის" განვითარების საკითხში საერთო ინტერესზე - შალვა პაპუაშვილი

"უზბეკეთის პრემიერ-მინისტრთან აბდულა არიპოვთან საუბარი გვქონდა ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე, "შუა დერეფნის" განვითარების საკითხში საერთო ინტერესზე. დეტალური საუბარი გვქონდა თუ რას გეგმავს უზბეკეთი იმისთვის, რომ განავითაროს და თავისი წვლილი შეიტანოს დერეფნის განვითარებაში, მათ შორის, სარკინიგზო მიმოსვლის ნაწილში,” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უზბეკეთში ვიზიტის დროს განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ვიზიტის მიზანია ქვეყნებს შორის მჭიდრო კომუნიკაცია.

"ჩვენი ვიზიტი გრძელდება და შემდგომ გვექნება შეხვედრები თურქმენეთსა და ყაზახეთში. უნდა აღინიშნოს, რომ ზუსტად ამ მომენტში, როდესაც საქართველოს გეოპოლიტიკური სტრატეგიული მდგომარეობა არის მნიშვნელოვანი და შეუძლია სახელმწიფომ კიდევ ერთხელ გაიმყაროს საკუთარი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, ჩვენს კოლეგებთან, ცენტრალურ აზიაში საჭიროა ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია. ამ ვიზიტის მიზანიც სწორედ ეს არის, რომ არსებობდეს მჭიდრო კომუნიკაცია საპარლამენტო დონეზე, რომელმაც ჩარჩო უნდა შექმნას შემდგომ უკვე აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის თანამშრომლობის საქმეში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები