მცირეწლოვანი, რომელიც დღეს ბათუმში დაიკარგა იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთვის 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ბარბარე გელაძე დაახლოებით 16:00 საათისთვის გაუჩინარდა, ის ბოლოს ევროპის მოედანზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც მისი კვალი იკარგებოდა.
ნაპოვნი მცირეწლოვანი თავს კარგად გრძნობს და მას საფრთხე არ ემუქრება.