25 ნოემბერი 2024,   11:21
ვრცლად
"გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება - ეკა სეფაშვილი

პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "ალხის ძალის" წევრის ეკა სეფაშვილის განცხადებით, გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება.

მისი განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობის გამჭვირვალობა, სწორედ ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელი ნაწილია.

"ვრცელდება ძალიან ბევრი დეზინფორმაცია, მათ შორის, თურმე გამჭვირვალობა არ ყოფილა ევროპული ღირებულება, თურმე ყველაფერი გამჭვირვალეა და დეკლარირებულია. თუმცა, ამასთან დაკავშირებით მე შემიძლია აღვნიშნო, რომ გამჭვირვალობა, ეს არის ის ღირებულება, რომელსაც მთლიანად ევროკავშირი ემყარება და ასოცირების ხელშეკრულებას თუ გადავხედავთ, თითქმის ყველა მუხლში არის მოთხოვნილი ყველა ტიპის საქმიანობის და ყველა უწყების გამჭვირვალობა. აქედან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობის გამჭვირვალობა, სწორედ ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელი ნაწილია", - განაცხადა სეფაშვილმა.

დღის ამბები