25 ნოემბერი 2024,   11:19
ვრცლად
"ნაცები და ნაცენჯეოები არგუმენტებით კი არა, დარეპორტებით და დაბლოკვით იბრძვიან შავი ფულისათვის" - მამუკა მდინარაძე

facebook-ზე საინფორმაციო ბანერების დაბლოკვასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ნაცების და ნაცენჯეოებისთვის სიმართლის (და ელემენტარული დეკლარაციის შევსების) შიშის ხარისხი წარმოიდგინეთ, რამდენად აგონიურად არეპორტებენ ქარდებს - დადებიდან სულ რამდენიმე წუთში.

არგუმენტებით კი არა, დარეპორტებით და დაბლოკვით იბრძვიან შავი ფულისათვის!

მაქსიმალური ძალები აქვთ ჩართული ყველა მხრიდან, სრული ისტერია,.. თუ თვითონ, თუ მათ პატრონებს, ოღონდ რეალური არგუმენტები ხალხმა არ ნახოს და გაიგოს. ამაზე მეტი ლუსტრაცია შეუძლებელია. ვეღარავის მოატყუებენ, გამორიცხულია! აბსოლუტურად ყველას ეცოდინება სიმართლე!"- წერს მამუკა მდინარაძე facebook-ზე.

 

 

დღის ამბები