ორი სხვადასხვა იუბილე ერთ სცენაზე - თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი 5 წლისაა, ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია კი ორი საუკუნის.
ორთვიანი აქტიური მზადების შემდეგ, ორკესტრი მაყურებელთან შესახვედრად მზად არის. გენერალური რეპეტიციის შემდეგ, მუსიკოსები კონსერვატორიის დიდ სცენაზე ავლენ და მსმენელს, ბეთჰოვენის უკანასკნელი, დასრულებული სიმფონიის ჰანგებით მოხიბლავენ.