25 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
მმართველი გუნდი ოპოზიციას და არასამთავრობოებს დეზინფორმაციულ კამპანიაში ადანაშაულებს - ურთიერთბრალდებები გამჭვირვალობის კანონზე

ოპონენტების მიერ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, საპარლამენტო უმრავლესობა დეზინფორმაციულ კამპანიას უწოდებს. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა, მათი პარტნიორები და არასამთავრობო ორგანიზაციების რადიკალური ნაწილი, უცხო ქვეყნიდან შემოსული შავი ფულისთვის იბრძვიან.

უმრავლესობის ლიდერმა დღეს კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანა. გიორგი მშვენიერაძის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი, სადაც საუბარია, რომ თუ კანონი ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ არ არის მიმართული, მაშინ კანონი მათგან მიღებულ დახმარებაზე არ უნდა გავრცელდეს. ასევე ორგანიზაცია ”სიცხვილიას” მიერ გავრცელებული განცხადება, რომელშიც საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესაძლო ჩამორთმევაზეა საუბარი.

ოპოზიცია სხვა აზრზეა. მათი ნაწილიც, "სირცხვილიას" მსგავსად ფიქრობს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევის საფრთხე არსებობს.

ოპოზიციის მხრიდან კანდიდატის სტატუსზე აპელირება გაუგებარია მმართველი გუნდისთვის. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ევროკავშირის საკანონმდებლო სივრცეში მსგავსი პრაქტიკა არ არსებობს. ”ქართული ოცნება” კანონში კონკრეტული ქვეყნების გამოყოფის მოთხოვნაზეც საუბრობს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ხელისუფლება ყველა ადამიანამდე მიიტანს სიმართლეს და ოპონენტები ეგრეთწოდებული შავი ფულისთვის ბრძოლას მარცხით დაასრულებენ.

დღის ამბები