25 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
ფინეთის სკოლაში სროლის შედეგად 3 მოსწავლე დაიჭრა, არის მსხვერპლიც - მთავარი ეჭვმიტანილი 12 წლის მოზარდია

სროლა ფინეთის ერთ-ერთ სკოლაში - არასრულწლოვანები ერთმანეთს საკლასო ოთახში იარაღით დაუპირისპირდნენ. სროლის შედეგად, სამი მოსწავლე დაიჭრა, ერთი კი გარდაიცვალა.

ადგილზე მისულმა პოლიციამ მთავარი ეჭვმიტანილი დააკავა, რომელიც 12 წლის მოზარდია, თუმცა ფინეთში 15 წლამდე ასაკის ბავშვები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ ექვემდებარებიან, ამიტომ ეჭვმიტანილი, დაკითხვის შემდეგ, სოციალურ სამსახურს გადაეცემა.

სკოლაში, სადაც სროლა მოხდა, 800 მოსწავლე სწავლობს.

დღის ამბები