25 ნოემბერი 2024,   11:19
ვრცლად
"112" მოსახლეობას აფრთხილებს - რა წერია მოქალაქეებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112" მოქალაქეებს ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს.

"გაცნობებთ, რომ 3-4 აპრილს საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ", - აღნიშნულია მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში, რომელიც 112-მა მოქალაქეებს გაუგზავნა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 4 აპრილის დილამდე, საქართველოში მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. საღამოს საათებში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვაც.

დღის ამბები