25 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
საკეისრო კვეთის შემდგომი გართულებით გარდაცვლილი ქალის საქმეზე დავა სასამართლოში გაგრძელდება - ქალს ორი შვილი დარჩა, მათ შორის - ერთი ახალშობილი

31 წლის ქალი შუახევიდან ბათუმის ერთ-ერთ სამშობიაროში ორი დღის წინ შეიყვანეს. სამედიცინო ცენტრში, მარეხი მაკარაძემ საკეისრო კვეთით იმშობიარა. მეუღლე ჰყვება, რომ ბავშვის დაბადებიდან მალევე ტელეფონით ესაუბრა. მოგვიანებით, ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ახალგაზრდა ქალი, ბათუმის სამედიცინო ცენტრიდან, საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. გარდაცვლილის ოჯახი სამართლებრივ დავას აპირებს.

"რუსთავი 2" მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა ბათუმის სამედიცინო ცენტრთან დაკავშირებას, თუმცა ისინი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ, ადგილზე მისული "კურიერის" ჯგუფი კი კლინიკაში არ შეუშვეს.

კლინიკა "ბაუში", სადაც მარეხი მაკარაძე ბათუმის სამედიცინო ცენტრიდან გუშინ გადაიყვანეს, ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალი დაწესებულებაში უკიდურესად მძიმე - სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით შეიყვანეს.

დაღუპულ ქალს ორი შვილი დარჩა, მათ შორის - ერთი ახალშობილი. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, გაუფრთხილებლობით, სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები