25 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
მიწისძვრა რაჭაში - ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი კომენტარი

ონის მუნიციპალიტეტში მომხდარი მიწისძვრის სიძლიერემ 4,8 მაგნიტუდა შეადგინა. როგორც მუნიციპალიტეტის მერი, სერგო ხიდეშელი, "რუსთავი 2-თან" საუბრისას აცხადებს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბიძგებს ნგრევა არ მოჰყოლია.

"ჩემი ინფორმაციით, მიწისძვრა იყო სოფელ ფსორთან - ქალაქ ონიდან დაახლოებით 6 კილომეტრში. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას არ მოჰყოლია რაიმე ზიანი, დაზიანება, ნგრევა და ა.შ. ასევე, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მოქალაქეების მომართვიანობა, ამ დრომდე, არ ყოფილა“, - აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი.

 

დღის ამბები