აბრეშუმის გალერეა დღეიდან ახალგაზრდა მხატვრის - მარიამ ამირეჯიბის პირველ პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის მიერ ბოლო წლების განმავლობაში შესრულებული ფერწერული ნამუშევრები.
გამოფენა 2 აპრილამდე გაგრძელდება, დასწრება თავისუფალია.