25 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

ეპიცენტრი რაჭაში, ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 6 კილომეტრში, სოფელ ფსორთან იყო.

მიწისძვრის სიძლიერემ 4,8 მაგნიტუდა შეადგინა.

"კურიერის" ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.

დღის ამბები