25 ნოემბერი 2024,   13:46
ვრცლად
ნიდერლანდების პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც ქალაქ ედეს ერთ-ერთ კაფეში მძევლები აიყვანა

ნიდერლანდების პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც ქალაქ ედეს ერთ-ერთ კაფეში მძევლები აიყვანა. ყველა მათგანი დაწესებულების თანამშრომელი იყო. ქალაქის მერი ადასტურებს, რომ მძევლებთან დაკავშირებული ვითარება მოგვარებულია. შემთხვევა ქალაქ ედეს ცენტრში გამთენიისას მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცს ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობაც ჰქონდა.

მოტივი უცნობია. როგორც ნიდერლანდების პოლიცია აღნიშნავს, არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მძევლების აყვანა ტერორიზმს უკავშირდება.

ოპერაციის მიმდინარეობისას, პოლიციამ მიმდებარე ქუჩები გადაკეტა და ახლომდებარე სახლებიდან და დაწესებულებიდან ხალხის ევაკუაცია განახორციელა. შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლაც. ადგილზე სპეცრაზმი და გამნაღმველთა ჯგუფები იყვნენ მობილიზებული.

დღის ამბები