25 ნოემბერი 2024,   13:24
ვრცლად
სამწუხაროა, რომ რამდენიმე ენჯეოს წყალობით, მართლმსაჯულების საკითხებში უცხოური ორგანიზაციების მონაწილეობა დღეს გაიგივდა სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმასთან, მორალურ ტერორთან, ანუ ყველაფერ იმასთან, რაც ანტიევროპაა - პაპუაშვილი

მედიაში ვეცნობი უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომაზე ე.წ. "ვეტინგის" საკითხზე მოსამართლეთა მსჯელობის ამონარიდებს, რომელიც, კიდევ უფრო, მიმყარებს, ბოლო პერიოდში, ამ საკითხზე სხვადასხვა ჯგუფთან საუბრისას ჩამოყალიბებულ აზრს,” - ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

პარლამენტის თავმჯდომარე პატივისცემას გამოხატავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო ქადაგიძისა და ქართველ მოსამართლეების მიმართ და აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეწყდეს უსამართლო თავდასხმები, რომლის მიზანიც, სასამართლოს რეპუტაციის შელახვასთან ერთად, საქართველოს სახელმწიფოს დაზიანებაა.

"მედიაში ვეცნობი უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომაზე ე.წ. "ვეტინგის" საკითხზე მოსამართლეთა მსჯელობის ამონარიდებს, რომელიც, კიდევ უფრო, მიმყარებს, ბოლო პერიოდში, ამ საკითხზე სხვადასხვა ჯგუფთან საუბრისას ჩამოყალიბებულ აზრს.

კიდევ ერთხელ, მინდა, პატივისცემა დავუდასტურო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ქალბატონ ნინო ქადაგიძესა და ქართველ მოსამართლეებს.

სამწუხაროა, რომ პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების მიზნის მქონე რამდენიმე ენჯეოს წყალობით, მართლმსაჯულების საკითხებში უცხოური ორგანიზაციების მონაწილეობა დღეს გაიგივდა სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმასთან, მოსამართლეების მიმართ მტრულ რიტორიკასა და მათი ოჯახის წევრებზე მორალურ ტერორთან, ანუ ყველაფერ იმასთან, რაც ანტიევროპაა.

საქართველოს პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეწყდეს ეს უსამართლო თავდასხმები, რომლის მიზანიც სასამართლოს რეპუტაციის შელახვასთან ერთად, საქართველოს სახელმწიფოს დაზიანებაა," - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

დღის ამბები