25 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
ფოთის მერი საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის დაწყების თარიღს ეხმაურება

ზუსტად 34 წლის წინ - 1990 წლის 30 მარტს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო. გახსნით მატჩში ერთმანეთს თბილისის იბერიას სახელით მოასპარეზე დინამო თბილისი და ფოთის კოლხეთი - 1913 დაუპირისპირდნენ. მატჩი ფოთელთა გამარჯვებით 0:1 დასრულდა.

ისტორიულ თარიღს ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 34 წლისაა. 1990 წელს "დინამო არენაზე", საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის, პირველი შეხვედრა გაიმართა.

ერთმანეთს თბილისის იბერიას სახელით მოასპარეზე დინამო თბილისი და ფოთის კოლხეთი დაუპირისპირდნენ.

მატჩი ფოთის "კოლხეთი"-ის გამარჯვებით 0:1 დასრულდა.

ვულოცავ ყველას ამ ისტორიულ თარიღს.

ასევე, მინდა მივულოცო ჩვენს გუნდს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება. გუშინ, 29 მარტს, ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში ფოთის "კოლხეთმა 1913"-მა "თელავს" უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა.

მამუკა ჯუღელი ამ ისტორიულ თამაშში ფოთის კოლხეთის შემადგენლობაში იყო და მიხარია, რომ დღეს, მისი, კლუბის ახალი ხელმძღვანელობისა და ჩვენი გუნდის ერთობლივი ძალისხმევით, დიდი ისტორიის მქონე "კოლხეთი 1913"-ს ძველი დიდება უბრუნდება და გუნდი კიდევ უფრო დიდი მიზნებისთვის იბრძოლებს.

ერთად ბევრ გამარჯვებას ვიზეიმებთ", - ნათქვამია ფოთის მერის განცხადებაში.

დღის ამბები