25 ნოემბერი 2024,   13:19
ვრცლად
ნიკა გვარამიამ სტრასბურგისგან სილა უკვე მეორედ იწვნია - ნინო წილოსანი

სტრასბურგმა, მისი განცხადების არმიღებით, დაამტკიცა, რომ ნიკა გვარამიას დაკავებას არანაირი პოლიტიკური საფუძველი არ ჰქონია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის თქმით, ნიკა გვარამიამ სტრასბურგის სასამართლოსგან "სილა მეორედ მიიღო".

"ნიკა გვარამიამ სტრასბურგისგან სილა უკვე მეორედ იწვნია. ადრე იყო "რუსთავი 2"-ის საქმე, რომელთან დაკავშირებითაც მსგავსი სპეკულაციები ვრცელდებოდა. ამ შემთხვევაში, მან ადამიანები, ქვეყნის შიგნით და გარეთ, დააჯერა, რომ მის დაკავებას პოლიტიკური საფუძვლები ჰქონდა, თუმცა სტრასბურგმა, მისი განცხადების არმიღებით, დაამტკიცა, რომ ნიკა გვარამიას დაკავებას არანაირი პოლიტიკური საფუძველი არ ჰქონია," - აცხადებს ნინო წილოსანი.

დღის ამბები