25 ნოემბერი 2024,   13:48
ვრცლად
როცა ქვეყანა ვითარდება, იქ სხვადასხვა მიმართულებით იმპულსები იგრძნობა, ამ შემთხვევაში ეს იმპულსი გვაგრძნობინეს ჩვენმა ბიჭებმა, მარტო ქვეყნის განვითარებას ნუ დავაბრალებთ, მაგრამ არც უამისოდ ხდება ეს ყველაფერი - მამუკა მდინარაძე

"ქვეყნის განვითარების რაღაც ეტაპები დგება, ერთ დღეს არაფერი არ მოდის და რაღაც მიმართულებები წინ მიიწევენ. ზოგადად ასეა - როცა ქვეყანა ვითარდება, მხოლოდ საქართველოზე არ მაქვს საუბარი, იქ სხვადასხვა მიმართულებით ეს იმპულსები იგრძნობა. ამ შემთხვევაში, ეს იმპულსი ძალიან გვაგრძნობინეს ჩვენმა ბიჭებმა,"- ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში, საქართველოს ეროვნული ნაკრების "ევრო 2024-ზე" გასვლასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისივე თქმით, ქართულ საზოგადოებას ეროვნულ იდენტობასთან დაკავშირებული გამარჯვება სწყუროდა და ეს წყურვილი დაიკმაყოფილა.

"ქვეყნის განვითარების რაღაც ეტაპები დგება, ერთ დღეს არაფერი არ მოდის და რაღაც მიმართულებები წინ მიიწევენ. ზოგადად ასეა - როცა ქვეყანა ვითარდება, მხოლოდ საქართველოზე არ მაქვს საუბარი, იქ სხვადასხვა მიმართულებით ეს იმპულსები იგრძნობა. ამ შემთხვევაში, ეს იმპულსი ძალიან გვაგრძნობინეს ჩვენმა ბიჭებმა. მარტო ქვეყნის განვითარებას ნუ დავაბრალებთ, მაგრამ არც უამისოდ ხდება ეს ყველაფერი, ობიექტურები რომ ვიყოთ.

ქართული ფეხბურთის განვითარების ახალ ეტაპზე გადავედით. თქვეს ამ ცოცხალმა ლეგენდებმა გუშინდელი საქციელით, რომ ჩვენ გადავიყვანეთ ქართული ფეხბურთი განვითარების ახალ ეტაპზე და მთელი მსოფლიო ნახავს ამ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში, რომელსაც მსოფლიო ადევნებს თვალ-ყურს, რომ საქართველო აღმოჩნდა ის ქვეყანა, რომელიც დებიუტანტია და ე.ი. ახლა შეძლო პირველად, რომ ევროპულ ფეხბურთში თავის სიტყვა ეთქვა.

ამ ბიჭებმა შეასრულეს ეს ყველაფერი და დაგვანახეს, რომ დიახ, სხვა ეტაპზე ვართ, სხვაგან ვართ უკვე განვითარებით და იქაც, ჩვენ-ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ, ევროპაში, ფეხბურთით და ამასობაში სხვა რაღაცებით.

წინსწრებად, ეს ადამიანები უკვე შევიდნენ ევროპაში, რაზეც ჩვენ ამდენი ხანია ვიბრძვით და ვწვალობთ. იქ პოლიტიკური რაღაცები იყო, ვიღაცებმა რაღაცები თქვეს - ამიტომ და იმიტომ მოხდაო, აქ ზუსტად ვიცით ყველამ - რატომ. იქ თუ ვკამათობთ რაღაც თემებზე, აქ ზუსტად ვიცით, რომ იმიტომ რომ ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ, იბრძოლეს ბიჭებმა და გაიმარჯვეს, მწვრთნელებმა, მაყურებლებმა, გულშემატკივარმა - იბრძოლა და გაიმარჯვა. ბრძოლის უალტერნატივო შედეგი იყო და ხელის გულზე დაიდო ეს გამარჯვება. ეს გამარჯვება გვწყუროდა, ეროვნულ იდენტობასთან დაკავშირებული სიამაყე გვწყუროდა და ეს წყურვილი დავიკმაყოფილეთ,"- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები