"რუსთავი 2"-ის წამყვანს, პაატა გულიაშვილს კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია გადაეცა. ჯილდო, რომელიც ბოლო 5 წელია არ გაცემულა, გულიაშვილმა თელავის თეატრში 12 წლიანი წარმატებული საქმიანობისთვის მიიღო.
მსოფლიო თეატრის საერთაშორისო დღეს, "რუსთავი 2"-ის წამყვანთან ერთად ხელოვნების სფეროს კიდევ ცხრა წარმომადგენელი დაჯილდოვდა. პრემიების გადაცემასთან ერთად, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში ჟურნალ "თეატრის" პირველი ნომრის პრეზენტაციაც შედგა.