ევროკავშირის თავდაცვა ევროსკეპტიკოსებისთვისაც კი პრიორიტეტია,- ამის შესახებ "Euronews" Ipsos-ის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით წერს.
საერთაშორისო ორგანიზაციამ ევროკავშირის წევრ 18 ქვეყანაში, თითქმის 26 000 რესპონდენტი გამოკითხა. კვლევის მიხედვით, ევროპელების თითქმის ნახევარი თანხმდება, რომ ბრიუსელმა უნდა გააძლიეროს სამხედრო სტრატეგია, რადგან ბლოკი ომში მონაწილე რუსეთისა და მერყევი აშშ-ის პირისპირ დგას.
ევროსკეპტიკურ ამომრჩეველთა მესამედზე მეტი თვლის, რომ ევროკავშირმა პრიორიტეტი საერთო თავდაცვის პოლიტიკას უნდა მიანიჭოს.
ევროკავშირში, არჩევნების წინ ჩატარებულმა გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ევროპელ ამომრჩეველს ყველაზე მეტად ინფლაცია, უთანასწორობა და მიგრაცია აწუხებს.