25 ნოემბერი 2024,   13:49
ვრცლად
"ასეთი პრაქტიკა გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტ მასშტაბებს შეიძენს" - იმერეთის გუბერნატორი "GITA -ს" საგრანტო პროგრამის გამარჯვებულებზე

25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის გამარჯვებულები იმერეთის რეგიონში გამოვლინდნენ.

ღონისძიება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა. პროგრამის მიზანი რეგიონებში ეკო სისტემის გაძლიერება და ინოვაციური სტარტაპების შექმნაა.

2023 წელს საქართველოს ყველა რეგიონიდან უკვე გამოვლინდა 41 გამარჯვებული.

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, მსგავსი სახის პროექტები იმერეთში გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტ მასშტაბებს შეიძენს.

"პირველად არ ხდება როდესაც GITA თანამშრომლობს იმერეთის წარმატებულ მეწარმეებთან და იმ ადამიანებთან, რომელთაც აქვთ ნოვატორული იდეები და შესაბამისად დღეს დავაჯილდოვე სწორედ ასეთი ექვსი ადამიანი, რომლებმაც წარმოადგინეს საუკეთესო იდეები ამ სფეროში. რა თქმა უნდა, ასეთი პრაქტიკა გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტ მასშტაბებს შეიძენს", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
დღის ამბები