ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები სასაზღვრო კონტროლის გაძლიერებას მოითხოვენ. ეს შედეგი ევრონიუსის გამოკითხვამ აჩვენა. კვლევა საერთაშორისო ორგანიზაციამ "Ipsos" ჩაატარა, გამოიკითხა 26 000 რესპონდენტი, ევროკავშირის წევრ 18 ქვეყანაში.
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ევროპელების 51 %-ი ნეგატიურად აფასებს მიგრაციის პოლიტიკაზე ბლოკის გავლენას, დადებითი დამოკიდებულება კი მხოლოდ 16%-ს აქვს. იმავდროულად, 32% ამბობს, რომ გავლენა არ ყოფილა "არც დადებითი და არც უარყოფითი".
მიგრაციის პოლიტიკის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება განსაკუთრებით მაღალია საფრანგეთში (62%), ავსტრიაში (60%) და უნგრეთში (58%).