25 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
საქართველოს აღზევება – საქართველოს ნაკრების წარმატებას სააგენტო Associated Press გამოეხმაურა

საქართველოს ნაკრების წარმატებას გამოეხმაურა სააგენტო Associated Press. საქართველოს აღზევება – ასეთი ქვესათაური აქვს სტატიას, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს მოთამაშეები ადრეც გახდნენ ევროპის ჩემპიონები – კერძოდ საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში 1960 წელს.

"ახლა საქართველომ, როგორც დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ, მოიპოვა უფლება, საკუთარი საფეხბურთო ისტორია დაწეროს გერმანიაში", – წერს Associated Press.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ნაკრები და მისი ვარსკვლავი ფორვარდი ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტები იქნებიან. საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირებას Associated Press აფასებს, როგორც "დაძაბულსა და გამომცდელს".

სტატიაში აღნიშნულია, რომ გამარჯვების გოლი პენალტების სერიაში შეცვლაზე გამოსულმა ნიკა კვეკვესკირმა გაიტანა, "ეს იყო იდეალური დარტყმა ქვედა კუთხეში", – აღნიშნულია სააგენტოს სტატიაში.

ასევე, ხაზგასმულია ისიც, რომ საქართველოს ნაკრების გოლკიპერმა საბერძნეთის ნაკრების კაპიტნის მიერ დარტყმული პირველი პენალტი მოიგერია. სტატიაში ნათქვამია, რომ პირველი თამაშს ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი საქართველოს ნაკრები 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 22 ივნისს ქართველი ფეხბურთელები ჰამბურგში დაუპირისპირდებიან ჩეხებს, ხოლო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრები პორტუგალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირებდა, გელზენკირხენში. Associated Press იმასაც წერს, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელისთვის გერმანიის სტადიონები ძალიან კარგად არის ცნობილი, რადგანაც ვილი სანიოლი წლების განმავლობაში წვრთნიდა მიუნხენის ბაიერნს.

დღის ამბები