25 ნოემბერი 2024,   13:18
ვრცლად
"იმედი მაქვს, ყველაფერი ჩვენი გამარჯვებით დამთავრდება, 70 წლის ბებო ტყუილად არ მოვიდოდი აქ", "ოქროს საწმისი დაბრუნდება საქართველოში" - რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს საგულშემატკივროდ უამრავი ადამიანია შეკრებილი

რესპუბლიკის მოედანზე საქართველო-საბერძნეთის თამაშის საყურებლად გულშემატკივრები არიან შეკრებილები. ისინი სპეციალურად დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე თამაშის მიმდინარეობას ადევნებენ თვალს. მოქალაქეები იქ საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ საქართველოს დროშებით არიან მისულები.

ყველა ელოდება, რომ გერმანიაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გერმანიაში საქართველო ითამაშებს. მზადება დიდი გამარჯვებისთვის საქართველოში დილიდან დაიწყო.

თბილისი რესპუბლიკის მოედანი, ქუთაისი — თეთრი ხიდი, ბათუმი — ევროპის მოედანი - ყველგან დიდი ეკრანებია.

ქუჩები საქართველოს დროშებითაა მოფენილი, პაბები და ბარები გადავსებულია.

"ქომაგებმა" "დინამო არენისკენ" მსვლელობა დღის პირველ ნახევარში დაიწყეს. რესპუბლიკის მოედანი კი, უკვე 3 საათია, სავსეა.

საქართველოს დღეს ერთი დიდი უპირატესობა აქვს: ვთამაშობთ სახლში და ამ უპირატესობას ბერძნებიც აღიარებენ.

"გავარვარებულ ღუმელში მოგვიწევს თამაში - " წერს ბერძნული მედია.

რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული ადამიანები არიან შეკრებილები.

"იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება და დამთავრდება ჩვენი გამარჯვებით. ტყუილად, 70 წლის ბებო, არ მოვიდოდი აქ,“ - ამბობს გულშემატკივარი.

შეკრებილი გულშემატკივრების მოლოდინი გამარჯვებაა.

"ოქროს საწმისი დაბრუნდება საქართველოში." - ამბობს რესპუბლიკის მოედანზე მისული გულშემატკივარი.

რესპუბილიკის მოედანზე იმყოფებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც.

დღის ამბები