32-ე საჯარო სკოლაში სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები დილის 11:00 საათზე იყვნენ მობილიზებულნი. 112-ში შეტყობინება შევიდა, რომ სასწავლო დაწესებულებაში ე.წ. წიწაკის სპერი გაუშვეს.
ცრემლსადენი სითხე, გავრცელებული ინფორმაციით, მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ გაუშვა, მაშინ, როდესაც სკოლაში საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობდა. სუნი იმდენად მძაფრი იყო, რომ სხვა კლასებშიც შეაღწია. ინციდენტი შენობის მეოთხე სართულზე მოხდა. აუცილებელი გახდა ბავშვებისა და პედაგოგების ევაკუაცია. დაშავებულებს ძლიერი ხველა და სუნთქვის უკმარისობა ჰქონდათ. 5 მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს, 15-მდე პირს კი, ექიმებმა პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
32-ე საჯარო სკოლაში პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა. გამოიკითხნენ თვითმხილველები - მათ შორის, მეთერთმეტე კლასის მოსწავლეც. ის სამართალდამცველების კითხვებს მშობლის თანდასწრებით პასუხობდა. არასრულწლოვანის თქმით, არ იცოდა, თუ რა შედეგი მოჰყვებოდა ე.წ. წიწაკის სპრეის გაშვებას.
გამოყიდვები მთავარ სამმართველოშიც გაგრძელდა. თვითმხილველი მოსწავლეები პოლიციაში მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ. შენობიდან გამოსულებმა კომენტარი არ გააკეთეს.
32-ე საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესი მას შემდეგ გაგრძელდა, რაც ადგილზე სამართალდამცველებმა მუშაობა დაასრულეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.