საქართველო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეა - ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში ეროვნულმა საფეხბურთო გუნდმა საბერძნეთი დაამარცხა. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა.
ისტორიული შეხვედრა თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართა.
შეგახსენებთ, ბერძენ მეტოქეებთან გამართულ მატჩამდე, ნახევარფინალში "ჯვაროსნებმა" ლუქსემბურგის ნაკრებს 2:0 სძლიეს, ხოლო საბერძნეთმა ყაზახეთს 5:0 მოუგო.
ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს 18 ივნისს, დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩავატარებთ.