მატჩამდე სამი საათით ადრე, "დინამო არენასთან" გულშემატკივრები უკვე იკრიბებიან და სტადიონზე შესასვლელად ემზადებიან.
ქომაგები გამარჯვებისთვის ემზადებიან და ამბობენ, რომ მაქსიმალურად შეეცდებიან, დადებითი გავლენა მოახდინონ ნაკრების შემართებაზე.
"შევხვდებით გერმანიაში" - ასეთია ქომაგების პოზიცია.
ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი