თეატრის და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტების და დმანისის თეატრის ერთობლივი სპექტაკლის - "სავანის" პრემიერა გაიმართა.
შადიმან შამანაძის პიესის მიხედვით დადგმულ ერთმოქმედებიან წარმოდგენაში მესამე კურსის სტუდენტები მონაწილეობენ.
პიესა ეხება თანამედროვე ქალებს, წარმოდგენაში ვხვდებით ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ პერსონაჟებს. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი გიორგი სიხარულიძეა, რეჟისორი თინათინ კორძაძე.